ბლოღერ ფართი ნაწილი პირველი ( ჩემთვის პირველია იიიშშშ )

ბევრს ეგონა, ან იმედი ქონდა რო ამაზე გუშინვე დავწერდი რამეს.

ვერ მოგართვით 😛 დღეს დავწერ 😉

დაიწყო ყველაფერი იმით რო დავაგვიანე.. მივედი მარტო (განსაკუთრებული მადლობა ჩემ კოლეგა ბროდჟებს- დათოს და დათო II-ს ).. მარომ და კოტემაც სიურპრიზი მომიწყეს და დააგვიანეს 😉 როგორც გამოდგა მარტო სიქრეთსი მოვიდა თავის დროზე ( მაგადი კაცი ) .. მაკში კიშკა დაითრია მარომ, ზემელში ლუდი დავითრიეთ მე და კოწიკამ

თავ. მეტროსთან ორი შემდგარი და ერთიც არშემდგარი ბოღმა შეგვხვდა, წავიდნენ შოპინგზე მანამდე ჩვენ დავიძარით სახლისკენ… ჯერ სადარბაზოებს ვარჩევდით, მარომ ერთ ერთზე ამაყად განაცხადა ესააო (გულში შეიძლება დაიგინა კიდევაც ) .. მართლაც რომ ის იყო: ხის კიბეები (მარომ ისიც გვითხრა ფრთხილად იარეთ სადღაც მგონი ჩამტვრეულიაო) , მივაღწიეთ მესამე სართულამდე, კარებიც ვიპოვეთ , მარა კაიხანი ვერ ვაღებდით… შევაღწიეთ როგორღაც…

ნუ დავსხედით , ასე თუ ისე შევედით ურთიერთობაში (4 დან 3 ჩემთვის უცხო იყო) … სანამ ძოვა-ყლურწვას დავიწყებდით მე და კოტემ საღამოს აერობიკა ჩავუტარეთ როუტერს. შედეგად ჯერ ინტერნეტი გამოირთო და მერე ვიღაცის ჯადოსნური ფეხის გაკვრის და ძირს დავარდნის მერე ყველა ნათურა ჩაქვრა 😀 მე და კოტემ ჭერში ავიხედეთ და სტვენა დავიწყეთ .. გამოდგა რო უბრალოდ დენიდან იყო გამოვარდნილი 😀

მერე მაოს ინიციატივით პატარა თამაში ვითამაშეთ ( მგონი მეცხრე კლასის მერე პასტა არ მჭერია ხელში, შესაბამისად ამ თამაშში მაყურებელი ვიყავი :user: ) დამსახურებულად გაიმარჯვა მროველამ . თვალებით მანიშნა ხმა მომეცი და ვიკისრებო , ხოდა კაი ბიჭის სიტყვა პირიდან ამოდის დსმაუ :boli:

მერე რაღაც გამოცანებივით იყო.. პირველი გამოვიცანი ზედმეტად სწრაფად და შედეგად არავინ დაიჯერა რო მართლა არ ვიცოდი.. შემდეგი გამოცანა მართლა ვიცოდი და თავიდანვე ვთქვი ^^
რომელიღაც ბლოგზე წავიკითხე, მგონი ქალბლექთან: ეს შეკრება იმით იყო უძალიანმაგრესი რო ყველა ერთად ვიყავით და გუნდებად არ ვიყავით დაყოფილი.. ჩემი აზრით ოჯახურმა სიტუაციამ იმოქმედა ამაზე რაზეც გრანდიოზული მადლობა მასპინძლებს ! იყო ბევრი ბუშტი, იყო ბევრი თამაში , იყო ბევრი ღიმილი , იყო ბევრი სასიამოვნო ადამიანი… იყო ცოტა ლუდი ^^

მერე ნელნელა მოგვაკლდა ხალხი, ბოლოს ისინი დავრჩით ვინც თავიდან ვიყავით… იმ სიტუაციაში ყოფნა არ მომწყინდებოდა კიდე 2 დღე ალბათ… მაშინ როცა მაომ ბუხარი დაანთო და ბოღმების მოტანილი 11 ცალი კარტოფილის ნაკვერჩხალზე შეწვა გადაწყვიტა, ჩვენც წამოვედით.. დავტოვეთ მხიარული ოთახი, მხიარული აურა, 2 მხიარული ადამიანი, იმედით რო კიდე მივალთ და კიდე გავატრაკებთ ჩვენებურად ^^