მაგარ ტრაკში ვართ 2

…ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა ჩამოდი პადიეზდთან გელოდებიო. ნუ გეგმაში არაფერი გვქონდა და ტუპა ბოდიალი დავიწყეთ. დიდიხნის ბოდიალის შემდეგ   დავკავდით მაღაზიებში შესვლებით.

შესვლები დავიწყეთ საჩუქრების ერთერთი  მაღაზიიდან. (სახელს შეგნებულად ? არ ვასახელებ) შევედით და ვიკითხეთ:

-საჩუქარი გვინდა მარიამისთვის

-ბიჭისთვის თუ გოგოსთვის? :O

კარგი დავიკიდეთ და დავიწყეთ გოგოსთვის საჩუქრის არჩევა. საჩუქრები იყო რატომღაც სულ ბობმარლის ფაიფურის ფიგურები, თიხის ნიღბები ან აფრიკული საკრავების მინი ვერსიები (რომლებზეც არ იკვრევინებოდა). რატომღაც ერთიდაიგივე საჩუქარს გამყიდველი 7-8ჯერ გვიჩვენებდა და ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა ვითომ ჯერ არ გვინახავს ეს ნივთი. კარგი ესეც პოხ და წამოვედით.

შემდეგი მაღაზია იყო სპორტული, სადაც მეტწილად ბოტასები და მისთნაირები იყიდებოდა თუმცა აგრეთვე ქონდათ გირები, ტრენაჟორები, სკეიტები და მთის ფელოსაპეტიც კი. გამყიდველის მწნილი სახის მიუხედავად მაინც შევედით და ვიკითხეთ BMX (სატრიკუო ველოსიპეტი) თუ ქონდათ. ყოჩაღმა გამყიდველმა მაშინვე დაგვაბრეხვა, რომ არა. ჭკვიანურადაც მოიქცა რა მინდა?!…პირველად გაიგო სიტვყა ბმხ. ე.ი. არ აქვთ. შემდეგ ემ-თი-ბი (MTB  – MounTain Bike) ვკითხეთ რომელიც გვერძე ედო და საკმაოდ დიდად ეწერა რამაზე MTB, თუმცა თურმე არც ეს ქონიათ 😥

გაოცებული სახეებით გამოვბრუნდით და წამოვედით. იქვე კოდაკში შევედით და ე.წ. მომსახურე პერსონალს რომელიც დაქალთან ისტორიების მოყოლით იყო გართული, ხმამაღლა ვკითხეთ

-მობილურებიდან სურათებს რამდენად ბეჭდავთ?

სხარტმა მომსახურე პერსონალმა მსწრაფლ გვიპასუხა

-დიახ.

ამით მაღაზიების  ოდისეა დასრულდა მარა

თუ ბე ცონტენუედ  ^.^

Advertisements